Friday, May 4, 2012



ორიგამის ხელოვნება 


ბრაიან ჩანის ორიგამი

    ხელოვნება ადამიანის შემოქმედების გამოსახვაა სხვადასხვა ფორმებში, მათ შორის ერთ-ერთი უძველისია ქაღალდის ხელოვნება - ორიგამი, რომელიც სათავეს  ჰეიანის ეპოქიდან (794 – 1185 წ.წ) იღებს . ეს ხელოვნება საინტერესოა იმით, რომ კეთდება მაკრატლის , წებოს და სხვა საშუალებების დახმარების გარეშე. მიუხედავად იმისა ,რომ ქაღალდი ჩინეთში გამოიგონეს და მისი დამზადება
მკაცრად იყო გასაიდუმლოებული , ამ ხელოვნებამ ნელ-ნელა მთელი მსოფლიო მოიცვა.მათ შორის უდიდესი
კულტურის და ტრადიციების მქონე ქვეყანა იაპონია, სადაც ბუდისტმა მოგზაურმა დან- ხომ გააცნო მათ ორიგამის ხელოვნება და მისი დაამზადების ტექნოლოგია,ეს ყველაფერი დაახლოებით მერვე საუკინიდიან დაიწყო .
    ძველად ქაღალდს დიდი ფასი ჰქონდა, ამიტომ მას მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევისთვის იყენებდნენ. ქაღალდისგან გაკეთებულ ფიგურებს იაპონელები რიტუალურად აკავშირებდნენ ღმერთებთან, მაგალითად, ერთ- ერთი რიტუალით ქაღალდისგან აკეთებდნენ პატარა კოლოფს (სანბო), რომელშიც დებდნენ თევზის ნაჭრებს და ბოსტნეულს , ამ კოლოფით იაპონელებს ტაძრებში შესაწირი მიჰქონდათ. სწორედ ამან განაპირობა იაპონელებში ქაღალდის ფიგურების და რელიგიის მისტიური კავშირი.
    თანდათან ყალიბდებოდა სპეციალური სკოლები სადაც ეუფლებოდნენ ქაღალდის ხელოვნებას. ის ვინც ფლოდა ცოდნას ორიგამის შესახებ ითვლებოდა განათლებულ პიროვნებად. XVI-XVII საუკუნიდან ორიგამი რელიგიური დატვირთვიდან გამოდის და პოპულარული ხელოვნების დარგი ხდება .
იაპონური წერო
    ორიგამს გარდა რელიგიური დატვირთვისა ჰქონდა სხვადასხვა ფუნქციებიც ,მაგალითად მას იყენებდნენ წერილის დასაწერად, გრძნობების გამოსახატავად აკეთებდნენ გულის ან ყვავილის ფორმის ორიგამს და ა. შ , ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფიგურა არის იაპონური „წერო“,ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით თუ ადამიანი 1000 წეროს გააკეთებს და სურვილს ჩაიფიქრებს მას ის აუცილებლად აუსრულდება.ჩვენს ქვეყანაში ქაღალდის წერო პოპულარული გახდა სერიალ „prison break” ის შემდეგ, სადაც მას მთავარი მოქმედი პერსონაჟი იყენებდა მნიშვნელოვანი ფუნქციით, შეტყობინების გადაცემის მიზნით.
    ეს არის არანაკლებ საინტერესო და შრომატევადი ხელოვნების დარგი როგორც დანარჩენი მათგანი, რადგან ის დიდ სიზუსტეს , მოთმინებას მოითხოვს,მაგრამ ამავე დროს ის განცდა რომელიც დასრულებული ნაშრომის შეხედვისას ჩნდება მართლაც რომ ამაღელვებილია და ამის შემდეგ ძნელია მისთვის თავის დანებება ვინაიდან ის კიდევ უფრო დიდი და დახვეწილი ფიგურის შექმნისკენ მიბიძგებს.

როგორ გავაკეთოთ ქაღალდის წერო 




გამოყენებული მასალა:

No comments:

Post a Comment